მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ 3-ვე მედიკოსს: ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანს, თეა გზირიშვილს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
მანამდე პროკურატურა 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.
მორიგი სხდომა 31 მაისსს, 12 საათზე გაიმართება.
პროკურატურამ, მედდის საქმეზე სამ პირს ბრალი გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების გამო წარუდგინა. ისინი არიან ახალციხის კლინიკა "იმედის" ორი ექიმი და ერთი ექთანი.