სინოდის სხდომა მარხვის დასრულების შემდეგ გაიმართება. მანამდე ჭყონდიდის ეპარქიის დასჯილებს ეპისკოპოსის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილონ.
სინოდზე განიხილება მთავარეპისკოპოს პეტრეს საკითხიც. დღეს მაღალი იერარქების შეხვედრისას დადგინდა, რომ ჭყონდიდში არსებული დაპირისპირება არის ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხი.
სინოდალური კომისიის დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მუშაობა მღვდელმთავრებმა დაიწყეს.