19 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
მანიპულირებს თუ არა პატრიარქის სახელით გია გაჩეჩილაძე - უცნობი აცხადებს, რომ პატრიარქის მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს

მანიპულირებს თუ არა პატრიარქის სახელით მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი 9 აპრილს დაგეგმილ საზოგადოებრივ შეკრებაზე ხალხის ქუჩაში გასაყვანად -  "დღის კურიერში" დასმული კითხვის საპასუხოდ, გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ პატრიარქის მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, მას დაცვა არა, მაგრამ მადლობის გადახდა სჭირდება.

"პატრიარქს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ მოთმინებისთვის, რასაც საერთოდ ითმენს ეს ღირსეული ადამიანი ამ ქვეყანაში. პატრიარქს არაფერი სჭირს დასაცავი, რა, არ აყენებენ პატრიარქს შეურაცხყოფას? ეს პირველად მე ვთქვი?  თქვენ ასე არ თვლით? მე ამას ვიძახი, ვინც ასე არ თვლის, მე ამ ადამიანებს "მანქებს" ვეძახი, სწორედ ეს ბრძოლა მიდის XXI საუკუნეში,"- აღნიშნა "დღის კურიერში" მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ.

დღის ამბები