საგანგებო თათბირზე სინოდის წევრებმა დაადგინეს, რომ მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებები ჭყონდიდში ლეგიტიმურია და სამართლიანად მიიჩნიეს სასულიერო პირების დასჯა.
სინოდის წევრები თანხმდებიან, რომ მარტვილის ეპარქიაში ეკლესიის წინაღმდეგ ამბოხია დაწყებული, რომლის უკანაც მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დგას.
საგანგებო თათბირიდან გამოსულმა მაღალმა იერარქებმა არ იციან, დაისჯება თუ არა მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განკვეთით, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ მისი საკითხი სინოდის მომდევნო სხდომაზე დადგება.
გასულ კვირას პეტრე ცაავამ და ჭყონდიდში დასჯილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსთან პერმანენტული აქცია დაანონსეს, რომელიც დღესაც უნდა გამართულიყო.
დანიშნული სხდომის გამო შეკრება გადადიო და და სინოდის წევრებს მუშაობაში ხელი არ შეუშალეს. თუმცა, საპატრიარქოსთან მაინც მოგროვდნენ სხვადსხვა დაჯგუფების წევრები, რომლებიც ამბობდნენ, რომ პატრიარქის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ მალავდნენ, რომ საპატრიარქოსთან პეტრე ცაავას ელოდებოდნენ და აპირებდნენ, მის წინააღდეგ საკუთარი პოზიცია, თუნდაც აგრესიული ფორმით, გამოეხატათ.
საპატრიარქოსთან იმყოფებოდნენ პატრიარქიც ნათლულებიც.