19 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
გადასვენება მხოლოდ ერთი ჭირისუფლის თანხლებით - ენგურის გადმოლახვისას დაღუპული კიდევ ერთი მოქალაქე გალში გადაასვენეს

მდინარე ენგურის გადმოლახვისას დაღუპული კიდევ ერთი მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე გადაასვენეს. 30 წლის თამარ ცატავას შემდეგ, დღეს თამაზ ბასლანიძეც გააცილეს, მხოლოდ ერთი ჭირისუფლის თანხლებით, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში გადასვლის უფლება აქვს. გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ზუგდიდიდან გადასვენება კი ხვალ იგეგმება.

გალის მცხოვრებლები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად რთულ გზას ირჩევენ, რომელიც მდინარეზე გადის და რომელიც უკვე მერამდენედ ფატალურად სრულდება. ენგურს აქეთ გადმოსვლის მიზეზი სხვადასხვა საჭიროებაა - მათ შორის, ხშირად, სამედიცინო სერვისებით სარგებლობა.

საკითხზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც ხელისუფლებას მეტი გულისხმიერებისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ მოქალაქეებს 5-დღიანი კარანტინით დამატებითი ბარიერი შეუქმნა. ომბუდსმენის განცხადება გაუგებარი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის.

თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თვითმკვლელობამდე მიყვანა - სწორედ ამ ორი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. 4 ცხედარი მდინარიდან მაშველებმა გუშინ ამოიყვანეს.

დღის ამბები