დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, Novavax-მა კვლევის სამი ფაზა უკვე გაიარა. გამყრელიძემ განაცხადა, რომ პირდაპირი მოლაპარაკება მიმდინარეობს "სერუმ ინსტიტუტთან", რომ ქვეყანამ ვაქცინა ივლისში მიიღოს.
Novavax ვაქცინაზე მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკება "სერუმ ინსტიტუტთან“.
"Novavax ჯერ არ იწარმოება და დაშვებული არ არის. იცით, რომ მან გაიარა სამი ფაზა კვლევის. Novavax არის ძალიან ძლიერი ვაქცინების მწარმოებელი ამერიკული კომპანია. Novavax-მა მისცა ლიცენზია ინდოეთის ცნობილ "სერუმ ინსტიტუტს“, რომელიც ასევე აწარმოებს AstraZeneca-ს და მან უნდა აწარმოოს "ნოვოვაქსის“ ვაქცინის მილიარდი დოზა, მათ შორის, 300 მილიონი "კოვაქსისთვის“. ჩვენთან შემოდის "კოვაქსის" საშუალებით. ასევე პირდაპირი მოლაპარაკებაა "სერუმ ინსტიტუტთან“, უკვე არის მისული მოლაპარაკება გარკვეულ წერტილამდე. გათვალისწინებულია აგვისტო, მაგრამ ვცდილობთ, ეს თარიღი იყოს ივლისი", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.