ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალშია.
საქართველოს პირველი ჩოგნის მეტოქე 1/4 ფინალში რეიტინგის 41-ე ნომერი, გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი იყო, რომელიც ბასილაშვილმა სამ სეტში - 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა.
ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქი მსოფლიოს 57-ე ჩოგანი სერბი ლასლო ჯერე იქნება. ნახევარფინალური დაპირისპირება 10 აპრილს, თბილისის დროით 15:30 საათზე გაიმართება. ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველი ჩოგბურთელი, იტალიელ ლორენცო სონეგოსა და ამერიკელ ტეილორ ფრიტცის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.