19 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპოსრტის მოძრაობა აიკრძალა.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-3) მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა) და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით," - წერს გზების დეპარტამენტი.

დღის ამბები