მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა ქადაგებისას არასამთავრობო ორგანიზაციები ანტირელიგიურობაში დაადანაშაულა და მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები "მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" წევრებად მოიხსენია.
"მებრძოლ უღმერთოთა კავშირები ტელევიზიებში გადავიდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციებში - ასოებში და იმ ასოებით ცდილობენ რომ ებრძოლონ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ღმერთს. ვერ უპირისპირდება სახელმწიფო ასეთ ორგანიზაციებს და პირიქით, ყოველდღე ტელევიზორში ჰყავთ გამოჭიმული.
საინტერესო რა არის, რომ ასეთ ცრუ თაღლითურ, ვითომ რელიგიურ ორგანიზაციასთან დაიწყეს თანამშრომლობა განდგომილმა მღვდელმსახურებმა და დაუჯდნენ იქ სტუდიაში," - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.