ამ წუთებში მდინარე რიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
თვითმხილველების თქმით, ნამოხვანთან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე თბილისიდან ჩასული მამაკაცი მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა.
თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ჩვენი ჟურნალისტი დეტალებს ადგილზე არკვევს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.