19 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში დაშავებული ერთ-ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა

ფოთის მეტალურგიულ ქარხანაში დაშავებული 2 მუშა ქუთაისის კლინიკა "უნიქალ მედიში" მოათავსეს. ისინი გუშინ ღამით სამუშაო პროცესის დროს დაშავდნენ, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სენაკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. მოგვიანებით, მდგომარეობის სიმძიმის გამო, დაშავებულები ქუთაისის კლინიკა "უნიქალ მედიში" გადაიყვანეს.

"ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და ის კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს გაეწერება,"- განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა შოთა მარუაშვილმა.

დღის ამბები