19 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლს დახმარებას სთხოვს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ფოთის მიტროპოლიტს, გრიგოლ ბერბიჭაშვილს სთხოვს, ამბოხებულ სასულიერო პირებთან კავშირი დაამყაროს.

მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, თუ ისინი მოინანიებენ, სადამსჯელო ღონისძიებები აღარ გაგრძელდება. 

"ბატონ მეუფეს, ფოთელს, ვთხოვ, რომ მათთან დაამყაროს კავშირი და შემოვიდნენ კანონიერ ჩარჩოებში და მათი ქმედება აღარ გაგრძელდეს იმ მიმართულებით. მადლობას გადავუხდი, თუ ასე იქნება, ეს ხალხი მოინანიებს და აღარ დაგვჭირდება გაგრძელება იმ ღონისძიებების, რომლის გატარება გინდა არ გინდა გიწევს, როცა აღკვეთ ამბოხს. ამბოხის აღკვეთა არ ხდება მხოლოდ შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი. ვისაც სინანული აქვს, იმათ გულში ჩავიკრავთ და ყველაფერს ვაპატიებთ, ამისთვის მზად ვართ,“- განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას.

დღის ამბები