ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელ პირებს გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქებით მიმართავდნენ, დღეს უკვე მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების გამო საზოგადოებას პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოუწოდებენ.
"წვეულებების გამართვა იქნება, თუ ივენთის გამართვა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ იქ მყოფი ადამიანების პრობლემა, რომლებიც თავის ნათესავის მეგობრებს საფრთხეს უქმნიან, არამედ ეს არის საზოგადოების პრობლემა და ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული ბიზნეს ოპერატორი.
ვიღაცების რაღაც კუნტრუშმა არ უნდა გადააყოლოს ქვეყნის ფასეულობები," - განაცხადა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.