"გაუქმდეს აუქციონი" - სოფელ თხინვალის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ითხოვენ, ტერიტორიას რეკრეაციული სტატუსი შეუნარჩუნდეს და მიწები არ გაიყიდოს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სტადიონის ადგილას, 10 000 კვადრატულ მეტრზე თბილისის მერია მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს და თუ მათ თხოვნას არ გაითვალისწინებენ, ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გამართავენ.
თავად მერიის განცხადებით კი, ბრალდებები უსაფუძვლოა და გენერალური გეგმის თანახმად, მაღალი კორპუსების მშენებლობა იქ არ მოხდება. ტერიტორია ინდივიდუალური სახლების განაშენიანების მიზნით პრივატიზებულ მიწის ნაკვეთს მხოლოდ ემიჯნება.