19 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
უკომპრომისოები ვიქნებით, ყველას მიეხედება​, ან შეინანებენ, ან არადა ნახავენ ღვთის ძალას - ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი ამბიონიდან ისევ იმუქრება. ეპისკოპოსი იაკობი კვლავ ჭყონდიდზე ქადაგებს. დასჯილებს სინანულისთვის ვადას აძლევს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავს, რომ ეპისკოპოსების სანქციები მკაცრი იყოს.

"მარხვაა და მარხვის ბოლომდე ველოდებით, რომ გამოფხიზლდნენ. წლები გადის და არათუ სინანული, არამედ გამოდიან და სულელებივით ერთი და იმავე რამეს იძახიან, ნეტა თვითონ თუ ჯერათ, მაგრამ იმდენჯერ ილაპარაკეს, შეიძლება ერთმანეთი დააჯერეს. უკომპრომისოები ვიქნებით, მერე უკვე ავტორიტეტიც აღარ არსებობს, როცა ასე იქცევიან და ყველას მიეხედება აბსოლუტურად. ეს არის დავალება. გადაივლის ეს დღეები და ან შეინანებენ, ან არადა ნახავენ ღვთის ძალას,“- აცხადებს მიტროპოლიტი იაკობი.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდი მარხვის შედეგ შეიკრიბება, სადაც განხილვის მთავარი საკითხი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები