19 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ჰაკერებმა "ქლაბჰაუსიდან" მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს და გაავრცელეს

"ფეისბუქის" შემდეგ, ჰაკერული თავდასხმა სოციალურ ქსელ "ქლაბჰაუსზე" განხორციელდა.

მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა. მომხმარებლის ვინაობა, ფოტოსურათების ბმულები, სახელები, რომლებსაც მომხმარებლები სხვა სოციალურ ქსელებში იყენებდნენ, გამომწერების რაოდენობა, მიწვევის ინიციატორები და ადრესატები.

"ქლაბჰაუსი" მომხმარებლებს პაროლის შეცვლისკენ და უსაფრთხოების პროცედურების გავლისკენ მოუწოდებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის - თებერვალში, ჰაკერებმა ათასობით აუდიო ჩანაწერი მოიპარეს და უკანონოდ გამოაქვეყნეს.

დღის ამბები