მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პარლამენტში შესაბამისი კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც, საკითხს დაარეგულირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კარვების გაშლას აპირებენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.