დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში მხოლოდ კორონავირუსის ბრიტანული შტამია გავრცელებული.
"ბრიტანულ შტამზე ზედამხედველობას აზრი არ აქვს ხოლმე დასაწყის პერიოდში, როდესაც მისი ცირკულაცია იწყება, როდესაც უნდა გავარჩიოთ ეს არის ბრიტანული თუ ჩვეულებრივი შტამი. ძალიან კარგად ვიცით სხვა ქვეყნების გამოცდილება, და მისი განსხვავება სწორედ ის არის, რომ ის ძალიან სწრაფად და უფრო ადვილად გადადის, გადამდებლობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე, ჩვეულებრივ და მანამდე ცირკულირებულ შტამებს ჰქონდა. დღესაც ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ განსხვავებები დაჭერილ იქნას. ახლა მნიშვნელოვანია არის არა ის, რომ ბრიტანული შტამი რამდენია და ბრიტანული შტამი ნახევარზე მეტია, და ამიტომაც ხდება ასეთი სწრაფი გავრცელება.
ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ქვეყანაში მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული. არსებობს კიდევ სხვა შტამები - ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული, ინდური, ორმაგი მუტაციებით. მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში," - განაცხადა პაატა იმანაძემ.