პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ 7 მოთხოვნიდან გარკვეულ ნაწილზე მმართველი გუნდისგან თანხმობას მიიღებენ.
"ერთადერთი იყო მარიხუანის თემა, რომელიც არც არჩევნებამდე და არც მერე, არ ყოფილა ოპოზიციასთან შეთანხმებული. ეს იყო პირადად "გირჩის" თემა, ამას ჩვენი გულშემატკივრები ისედაც ელოდებოდნენ.
რაც შეეხება ბუნებრივ ბარიერს, ოპოზიციაში არა ყველა, მაგრამ მოიძებნება ისეთი ადამიანებიც, ვინ ამას მხარს დაუჭერს,"- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია "დღის კურიერის" ეთერში "მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილსაც პასუხობს და აცხადებს, რომ კრიტიკას არ იზიარებს და ამბობს, რომ "გირჩს" პარლამენტში მხარდაჭერა სჭირდება.
იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილსაც სურს "გირჩის" პარლამენტში შესვლა, რადგან, მისი თქმით, "ქართულ ოცნებასთან" პარლამენტში მარტო ჯდომა მოსაწყენია.