ჩინეთის ჩრდილოეთში, ჩინოვნიკებმა აქლემების გადაადგილებისთვის უდაბნოში სპეციალური შუქნიშანი გახსნეს.
უცნაური შუქნიშანი ტურისტებისთვის პოპულარულ რეგიონში, ქალაქ დუნჰუანთან მდებარე უდაბნოში დადგეს.
აქლემების ტური რეგიონში დიდ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. შუქნიშანზე, სადაც ჩვეული ადამიანის ფიგურის ან უბრალოდ მრგვალი ნათურის ნაცვლად მწვანედ და წითლად აქლემის გამოსახულება ინთება, ქარავნის უსაფრთხო გადაადგილებისთვის არის შექმნილი.
ქალაქი დუნჰუანი უდაბნო განსუ-სინცზიანში მდებარე ოაზისია. ბოლო წლებში იქ ტურიზმი განსაკუთრებით გაიზარდა, რაც მთა მინშას, გამოქვაბულში განთავსებულ საეკლესიო კომპლექს მორაოს, ასევე იუმენის და იანგუანის უღელტეხილების დამსახურებაა, რომლებიც ჩინეთის დიდი კედლის უკიდურეს დასავლეთ კედელს წარმოადგენენ.