მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის ბრალდებებზე კომენტარს აკეთებს - ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ თანაცხოვრების დროს მასზე ფიზიკურად ხშირად ძალადობდა.
ბესო ზანგურის თქმით, ძალადობა მისთვის მიუღებელია:
“ვემიჯნებით ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს," - ამბობს მსახიობი.
ის, ასევე, სიცრუეს უწოდებს ყოფილი ცოლის ბრალდებას, რომ მას ორსულობის პერიოდშიც სცემდა.
კითხვაზე კი, რა გახდა განქორწინების მიზეზი, მსახიობი პასუხობს:
"არაფერი. უბრალოდ, აი ასე მოხდა…"
გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.