გუმათში, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგები კომპანია "ენკას" ოფისთან არიან შეკრებილები, ამ წუთებში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაძაბულობაა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ორი აქტივისტი ტერიტორიიდან გაიყვანა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით დამატებითი დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით ისინი დღეს უკან დახევას და საპროტესტო აქციის ხვალ გაგრძელებას აპირებენ.