ნინუცა მაყაშვილი ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებს. მსახიობი ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმიტომ გაიხსენა, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მაგალითი მიეცა.
"ჩემი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ეს სიტუაცია იმდენად დიდი დოზით არის, მაშინ 10 და 11 წლის წინ არ იყო ამხელა ცნობიერება. არ იყვნენ ქალები ასეთი ძლიერები. ყოველთვის იყო და ეხლაც არის ისეთი ადამიანი, ვინც ქალს ადანაშაულებს და ძალიან სასაცილოა, როცა ამას ქალები აკეთებენ.
ზუსტად ვიცი რას განიცდიან ისინი და რატომაც ვერ ან არ აკეთებენ, ამ ნაბიჯს არ დგამენ, იმიტომ, რომ მათ ეშინიათ მომავლის, მათ ეშინიათ იმის, რომ მათ გვერდით არავინ არ დაუდგებათ, მათ ეშინიათ იმის, რომ ზურგი არ ეყოლებათ და მე მინდოდა ვყოფილიყავი ყველა ამ ქალის მაგალითი, რომ ზურგი ყოველთვის არსებობს,"- განმარტავს მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი.