19 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
რამდენი რეინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში - პაატა იმნაძის თქმით, მოვლენა ხშირი არ არის

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც პაატა იმნაძე ამბობს, რეინფიცირება ხშირი მოვლენა არ არის, თუმცა არსებობს.

"შემთხვევები, რომელიც იყო - ერთი დაფიქსირდა ორთვენახევარში, კიდევ ერთი დაახლოებით სამ თვეში და კიდევ ერთი შემთხვევა სამ თვეზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში. ეს მოვლენა არ არის ძალიან ხშირი, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები