19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი - საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს საპატრიარქო ეხმაურება. განცხადებაში დიალოგის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ამბობენ, რომ ის მხოლოდ ფორმალური არ უნდა იყოს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაინტერესებულ მხარეებს და სპეციალისტებს მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენის საშუალება უნდა მიეცეთ. 

"შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვან-ჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.

დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთ მოსმენის შესაძლებლობას.

პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას." - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

დღის ამბები