დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ ან ზეგ იმუნიზაციის საბჭო განიხილავს, დაიწყებს თუ არა ქვეყანა "სინოფარმით" ვაქცინაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე.
"ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო და მთავარი განხილვის საგანი იქნება დავიწყებთ თუ არა "სინოფარმით" ვაქცინაციას ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე. იმიტომ, რომ "სინოფარმის" ვაქცინით ვაქცინაცია დაწყებულია 40-მდე ქვეყანაში ძალიან აქტიურად, ისევე როგორც "სინოვაკით", თავიანთი ადგილობრივი მარეგულირებლის საფუძველზე და მოგეხსენებათ, რომ ეს ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს. ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ბაზარზეა, მთავარ თავის დანიშნულებას, რასაც ჰქვია ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირება, ამას აკეთებს ძალიან კარგად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.