19 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათიდან ქუთაისის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას იწყებენ

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათიდან ქუთაისის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ.

აქციის მონაწილეები შეუერთდებიან იმ ადამიანებს, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ქუთაისის  ცენტრალური მოედანი ამ წუთებში აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ, მოედანზე ავტომობილები გააჩერეს და საყვირებით ჰესის  მშენებლობას აპროტესტებენ.

"ახლა ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ჩვენი ქალაქი გვიყვარს და გვინდა რომ ერთიანი საქართველო ვიხილოთ, უბრალოდ უნდა გამოვიდეთ და ყველანაირი პოლიტიკის გარეშე მშვიდობიანად წავიდეთ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავდგეთ იქ, რომ უბრალოდ დაინახონ რომ ჩვენ არ ვართ ერთი და ორი ადამიანი,“ - ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღეს პროტესტის 171 დღეა. ადგილზე აღმართულია რკინის ბარიკადები, რომლის ერთ მხარეს პოლიცია, მეორე მხარეს კი, აქციის მონაწილეები დგანან. ვითარება პერიოდულად იძაბება, აქტივისტები სოფელ ნამახვანში შესვლას ითხოვენ. 

დღის ამბები