19 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ვაშლიჯვრის ფერდობზე დაექსპერტებული პროექტით გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება - თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, უახლოეს პერიოდში დაექსპერტებული პროექტი შემუშავდება და ვაშლიჯვრის ფერდობზე გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.

მერის მოადგილის თქმით, დღეს ადგილზე სამუშაო ჯგუფის შემხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად იქნა განხილული უკვე განხორციელებული სამუშაოები.

"ვიმყოფებით მაჭავარიანის ქუჩაზე, კონკრეტულად მეწყერულ არეალში. დღეს მოხდა მორიგი შეკრება სამუშაო ჯგუფის. მოხდა ამ ჯგუფის ადგილზე გამოსვლა, სადაც ჩვენთან ერთად არიან ჩვენი გერმანელი ექსპერტები. მოხდა იმ სამუშაოების დეტალურად გავლა, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ობიექტზე მოხდა. ეს სამუშაოების იყო გადაუდებელი აუცილებლობიდან გამოწვეული, იმიტომ რომ ის პირველი რიგი საფრთხეები მოგვეხსნა, რაც იმ მომენტისთვის არსებობდა. ეს სამუშაოები გერმანელი სპეციალისტების მხრიდანაც დადებითად შეფასდა. ზოგადად, სამუშაო ორად გვაქვს გაყოფილი - პირველი გადაუდებელი აუცილებლობა რაც იყო. ხოლო მეორე, სტაბილიზაცია და კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ შევინარჩუნოთ. შესაბამისად, დავიგეგმეთ შემდეგი ტიპის სამუშაოებზე, რომლებზეც საჭიროა კონკრეტული დაექსპერტებული პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში უკვე გვექნება და ამ პროექტის მიხედვით დავიწყებთ უშუალოდ გამაგრებით სამუშაოებს," - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.  

დღის ამბები