ვინ არის ილია ძოწენიძე და რა კავშირი აქვს ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციასთან - მოსკოვიდან ჩამოსული ბიზნესმენი უკვე აქციაზეც გამოჩნდა და გავრცელებული ინფორმაციით, ის ამ საპროტესტო მოძრაობის დაფინანსებას გეგმავს.
ილია ძოწენიძე წლებია უკვე რუსეთში ცხოვრობს, მრავალმილიონიან ბიზნესებს მართავს და რამდენიმე ჯილდო თავად პუტინისა და მედვედევისგან აქვს მიღებული.