დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. გიორგი მენაბდე საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო, გამოძიება მენაბდეს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.
დენაკოზ შიო მენაბდის შვილს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საუბარია 2017 წლის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე. 16 წლის სკოლის მოსწავლე დათუნა სარალიძე თანატოლებმა ხორავას ქუჩაზე ჩხუბისას მოკლეს.