თბილისის მერიის ინფორმაციით, 16 აპრილის 21:00-დან 17 აპრილის 03:00 საათამდე, მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მიზეზად გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი გაიწმენდა სახელდება.
"თბილსერვის ჯგუფის" სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის მიერ სანიაღვრე ჭები გაიწმინდება და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით, ქსელი გაირეცხება.
გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვალება.
ადგილზე მობილიზებული იქნება "თბილსერვის ჯგუფის" 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა,"-ნათვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.