19 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ვითარების ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოუსწორებელი ზიანი - მესამე სექტორი ნამახვანჰესზე

არასამთავრობო სექტორი ნამახვანჰესთან დაკვშირებით მიმართვას ავრცელებს. ადრესატები არიან მთავრობა, ინვესტორი და აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, ყველა ღონეს უნდა მიმართონ სიტუაციის განსამუხტად, დაიწყოს დიალოგი, პროცესში ჩაერთონ ექსპერტები და არასამთავრობოები.

"პროცესი, სულ უფრო მეტად პოლარიზებულ, პოლიტიზირებულ ხასიათს იძენს და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს აძლიერებს. ეს ხელს აძლევს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან შიდა დაპირისპირების გაღრმავებით, ქვეყნის ეკონომიკური დასუსტებით, უცხო ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდითა და პოლიტიკური კავშირების შესუსტებით. ვითარების ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოუსწორებელი ზიანი," - წერენ არასამთავრობოები.

"თუ რამე შეკითხვები არსებობს, მას პასუხი უნდა გაეცეს. მაგრამ პროტესტი არ უნდა გაიწელოს, თუკი მას საფუძველი არ ექნება, ამისათვის კი აუცილებელია დიალოგი. კომპრომისი ყველა ვარიანტში შეიძლებ შედგეს, თუკი მხარეები არ დააყენებენ ულტიმატუმებს და ისეთ მოთხოვნებს, რომელზე საუბარსაც აზრი არ ექნება. ერთი მხრივ, პირობა, რომ გაჩერდეს ჰესი, თორემ არ დავიშლებითო, მიუღებელია, მეორე მხრივ კი, რაც არ უნდა გააპროტესტონ, მაინც გავაგრძელებთ სამუშაოებსო, ესეც მიუღებელია, ამიტომ დიალოგი უნდა შედგეს,"- აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი კი აცხადებს, რომ დიალოგს გარკვეული დრო დასჭირდება და ეს შესაძლოა თვეებიც კი იყოს. მისი თქმით, სასწორის ერთ მხარეს დევს ე.წ ენერგოუსაფრთხოება, ხოლო მეორე მხარეს კი გარემოს დაცვის საკითხები, რომლის გადაწყვეტაც მისივე განმარტებით მარტივი არ არის. 

დღის ამბები