19 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ჩინური პრეპარატი ვაქცინაციის პროცესში ერთვება - ექსპერტების ნაწილს "სინოფარმის" უსაფრთხოებაში ეჭვი არ ეპარება

რამდენიმეკვირიანი მსჯელობის შემდეგ იმუნიზაციის საბჭომ ჩინური "სინოფარმი" ვაქცინაციის პრეპარატად დაამტკიცა. საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას არ დაელოდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ჩინეთში დამზადებული ვაქცინით აცრა უკვე რამდენიმე ათეულ ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია მილიონობით ადამიანი და გვერდითი მოვლენა არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, "სინოფარმით" აცრას საქართველოში მოქალაქეები მაისის თვეში შეძლებენ. სხვა ვაქცინების მსგავსად, ჩინურ "სინოფარმსაც" სრული შედეგისთვის 2 დოზა სჭირდება.

ჩინური ვაქცინის უსაფრთხოებაში ეჭვი არ ეპარებათ ეპიდემიოლოგებს.  ექსპერტებმა "სინოფარმის" გვერდით მოვლენებზეც ისაუბრეს, რაც როგორც ამბობენ, საკმაოდ მცირეა.

ჩინური ვაქცინით იმუნიზაციის პროცესის დაწყებას სარისკოს უწოდებს ზაზა წერეთელი. ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველს პრეპარატის ეფექტურობასთან კითხვები აქვს. მიიჩნევს, რომ "სინოფარმი" ვაქცინაციის პროცესს საქართველოში ეფექტიანს ვერ გახდის.

დღის ამბები