ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დადებითად აფასებს "ქართული ოცნების" ნაბიჯს და ბრიუსელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერას.
"ქართულ ოცნებას" ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს. კარგია, რომ "ქართული ოცნება" აჩვენებს კომპრომისისთვის მზადყოფნას. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯია. საქართველოს გულისთვის ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს მას. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება მრავალი დეტალი, რომელთა შემუშავებაც აუცილებელია. ევროკავშირი მზად არის დასახმარებლად" – წერს ვიოლა ფონ კრამონი.