ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინის საზღვართან ბოლო 24 საათში 6 ჯერ დაარღვიეს. რუსეთის სამხედრო აქტივობების პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა და ანგელა მერკელთან ერთად უკრაინის საზღვარზე განვითარებული მოვლენები განიხილა. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდის გამო და რუსეთს მოუწოდეს ვითარების დეესკალაციის მიზნით ქვედანაყოფების შემცირებისკენ.
გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ნატო-ს სამიტზე უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების მხარდაჭერას მოისმენს.