19 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
"თეატრიდან ვერ გავუშვებთ" - რუსთაველის თეატრთან, მსახიობებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის თეატრის წინ მიმდინარე, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობების ნაწილი საპროტესტო აქციაზე გავიდნენ.

რუსთაველის მსახიობების, გოგა ბარბაქაძის და პაატა გულიაშვილის თქმით, აქციის მონაწილეების მოთხოვნა, რომ ძალადობაში მხილებული ბესო ზანგური თეატრიდან გათავისუფლდეს იურიდიულად მართებული არ არის. მათივე თქმით, ასევე არალეგიტიმურია საზოგადოების ნაწილის მოწოდება, რომ რობერტ სტურუა თეატრიდან წავიდეს.

"ვერ გაუშვებენ თეატრიდან, იურიდიულად ვერ მოხდება ეს. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ კულტურის მინისტრის შემდეგ მოხდა ეს, არ არის მართალი ესეც. იმიტომ, რომ თეატრი არის იურიდიული სტრუქტურა, მას ჰყავს თავისი იურისტი. მან უნდა გაიაროს ყველა ნაბიჯი, რომ არ დაარღვიოს კანონი. უბრალოდ ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადებას დაემთხვა ეს. თეატრიდან ვერ გავუშვებთ ამ ადამიანს, შეიძლება ერთი იყოს ის, რომ ჩაიხსნას სპექტაკლებიდან," - ამბობს მსახიობი გოგა ბარბაქაძე.

შეგახსენებთ, ამ წუთებში, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "გილდიას" ორგანიზებით, რუსთაველის თეატრთან ნინუცა მაყაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

დღის ამბები