19 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
აქცია პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე - მოსახლეობა მეწყრულ ზონაში მშენებლობას აპროტესტებს

პოლიტკოვსკაიას ქუჩის მოსახლეობამ და "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდულმა ფრთამ ერთობლივი აქცია გამართეს. ისინი მეწყრულ ზონაში მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მშენებლობა ქალაქის განაშენიანების ზღვარს მიღმა მიმდინარეობს და საფრთხის შემცველია.

ადგილობრივების მოთხოვნაა, შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები და გაუქმდეს მშენებლობის ნებართვა. მათ უკვე შეიტანეს მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი და თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. 

დღის ამბები