100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს - სახელმწიფოს ამ პროექტის ფარგლებში გამართული აუქციონი წარმატებით დასრულდა. ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 300 მილიონის ღირებულების 150-მდე ქონება გამოიტანა. ბოლო ორ კვირაში კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სამოც მილიონზე მეტი ქონება გაყიდა, რაც აუქციონით განსაზღვრულ საწყის ღირებულებას 50 პროცენტით აღემატება.