შესაძლოა ძალადობაში მხილებულ მსახიობ ბესო ზანგურის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ერთ საქმეზე დაიწყოს - ამჯერად, საუბარი არ არის 11 წლის წინ ოჯახში ძალადობის ფაქტზე. "კურიერის" კამერამ ბესო ზანგურის მხრიდან, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადაიღო.
შეგახსენებთ, რუსთაველის თეატრის გადაწყვეტილებით, მსახიობი ბესო ზანგური ყველა როლიდან მოიხსნა, - რობერტ სტურუას ამ გადაწყვეტილებას მსახიობი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც ის წერს, "ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს და ეს გაგდებაზე უარესია."