19 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი აქცია 24 საათიან რეჟიმში გაიმართება

ნამოხვანში მიმდინარე პროცესებს ახალგზრდები თბილისიდანაც უერთდებიან. ქუთაისში შეკრებილ აქტივისტებს სოლიდარობას უცხადებენ და როგორც თავად ამბობენ, საქართველოს მთავრობასთან იქნებიან მანამ, სანამ სამართალი არ აღსრულდება. ისინი ნამოხვანჰესის პროექტის გაუქმებასა და მძიმე ტექნიკის რიონის ხეობიდან გაყვანას ითხოვენ.

"ეს არის სოლიდარობის აქცია რიონის ხეობის მცველებისადმი, იმავვე მოთხოვნებით, რაც გააჩნია იმ ხალხს ამდენი თვეების განმავლობაში. ვუერთდებით მათ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენი გადასახედიდან არის სამართლიანი,"- აცხადებს აქციის მონაწილე ალექსანდრე პაიკიძე.

"ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გამოხატავს ფიზიკურად სოლიდარობას, რიონის ხეობის მცველების მიმართ, რადგან ისინი შორს არიან და ვერ ახერხებენ გარკვეული მიზეზების გამო იქ ჩასვლას, ამიტომ დღეიდან, იქნებიან ადამიანები, ვინც დღეც და ღამეც, გამოხატავენ სოლიდარობას მათ მიმართ,"- აცხადებს აქციის მონაწილე ალექსანდრე გიორგიძე.

დღის ამბები