პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს ნამოხვანში დაკავებული ახალგაზრდის ოჯახის წევრი შეუერთდა.
ქუთაისიდან ჩამოსული ძმებ წულუკიძეებთან ერთად დაკავებულის მამა ჯემალ ჭელიძე დახმარებას საზოგადოებას სთხოვს და აცხადებს, რომ მისი შვილები პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები.
სოფელ გუმათში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ძმები, ფირუზ და რევაზ წულუკიძეები, ძმებ ჭელიძეებთან ერთად 12 აპრილს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებმა ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ნამახვანჰესის მშენებლობის საწიანააღმდეგო აქციაზე მყოფ სამ პირს.
დაზარალებულები, რომლებიც გამოკითხვაზე ინციდენტის ღამესვე იმყოფებოდნენ, "კურიერთან" აცხადებდნენ, რომ აქციაზე მათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული პირები შეამჩნიეს, რომლებიც ბოლო პერიოდში თითქმის ყველა საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობდნენ. მათ შორის გურიაში, სადაც მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, რამდენიმე თვის წინ დაპირისპირება მოხდა.