19 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"კურიერის" რეპორტაჟის შემდეგ, რომელიც კოჯრის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტებს ეხებოდა, სახელმწიფომ მოკვლევა დაიწყო

"კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, რომელიც კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტებს ეხებოდა, სახელმწიფომ მოკვლევა დაიწყო.

განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ.

"სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საქმის შესწავლა დაიწყო მონიტორინგის დეპარტამენტმა, მოხდა სოციალური მუშაკის ჩართვა, გაკეთდა შეტყობინება და დაუყოვნებელი რეაგირების მიზნით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. სააგენტო და შესაბამისი უწყებები პერიოდულად ახორციელებენ კოჯრის ბავშვთა სახლის მონიტორინგს. მსგავსი დარღვევის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ დაფიქსირებულა,"- ნათქვამია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებაში.

დღის ამბები