19 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
რონის ხეობის მცველთა მხარდასაჭერად გორსა და ოზურგეთში აქცია გაიმართა

რონის ხეობის მცველთა მხარდასაჭერად გორში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ნამახვანჰესის მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საჭიროა ჰესის მშენებლობა შეჩერდეს და ხელისუფლებამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პუნქტი გაასაჯაროოს.

რიონის მცველთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა ოზურგეთშიც. ნამახვანჰესის მშენებლობას საზოგადოებრივი ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, გურია რიონის მცველებს სოლიდარობას უცხადებს, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მდინარეებზე არასასურველი ჰესების აშენების საფრთხეები გურიის რეგიონსაც აწუხებს.

დღის ამბები