19 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მერიის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს შორის რიყის პარკში დაპირისპირება მოხდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მერიის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს შორის რიყის პარკში დაპირისპირება მოხდა.

პარტიის აქტივისტებს ხვალინდელი ღონისძიებისთვის, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას რიყეზე აქვს დაგეგმილი, სცენის აწყობა სურდათ, რისი უფლებაც მას მერიამ არ მისცა.

საქალაქო სამსახურის განმარტებით, დაუშვებელია მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე სცენის აწყობა, ოპოზიციურ პარტიებს კი ამ მოთხოვნით მერიისთვის არ მიუმართავთ.

დღის ამბები