19 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს - ომბუდსმენის მოადგილე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მომხდარ ფაქტზე

ომბუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე სხალთის ეპისკოპოსის მიერ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლების არ შეშვებაში მთავარ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

"მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების შესაძლებობა არ მოგვეცა და როგორც დაწესებულების წარმომადგენელმა განგვიმარტა, ამის მიზეზი იყო სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება.

ჩვენ განუმარტებით ჩვენი ვიზიტის მიზანი, ჩვენი უფლებამოსილება და ამ გარემოებით ისინი კანონის მიერ ვალდებულებას არღვევენ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ, ჩვენი შეშვება მაინც არ მოხერხდა და საუბარი მიმდინარეობდა დაკეტილი კარის მიღმა. 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს," - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ ეკა სხილაძემ.

დღის ამბები