მესამე ტალღა დაიწყო. ქვეყანა კორონავირუსის საყოველთაო გავრცელების ფაზაში შევიდა. ეპიდემიოლოგები 2 კვირაში პიკს ელოდებიან. აპრილის ბოლო, მაისის დასაწყისი - ეს არის სავარაუდო თარიღი, როცა საქართველოს ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევები რამდენჯერმე გაიზრდება.
იმ მაჩვენებლებთან ერთად, რომლითაც სპეციალისტები სიტუაციას ეპიდვითარების დამძიმებად აფასებენ, ამირან გამყრელიძე კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს არის სიკვდილიანობის გაზრდილი მაჩვენებელი. დღეს გვაქვს გარდაცვალების 14 შემთხვევა და გვყავს 818 ახალინფიცირებული.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ვირუსი შეკავების საზოგადოების ხელშია, თავის მხრივ საზოგადოების ნაწილი კი ამბობს, რომ რეგულაციების შესრულებით უკვე დაიღალნენ.