რევოლუცია თანამედროვე ფეხბურთში. გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ალბათობით მსოფლიო ფეხბურთს თავდაყირა დააყენებს. დაარსდა ევროპის სუპერლიგა, რომლის დამფუძნებელი 12 კლუბია.
ახალი ტურნირის შექმნა ყველა მათგანმა დაადასტურა. სუპერლიგის შექმნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება "ფიფა" და "უეფა".
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო კლუბებს სანქციებით ემუქრება, უეფამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩემპიონთა და ევროპა ლიგის ნახევარფინალური თამაშები შეაჩერა.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი