პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე, ოპოზიციისა და ხელისუფლების ხელმოწერის ცერემონიის პარალელურად, სასახლის გარეთ სამოქალაქო აქტივისტებმა - "მოძრაობა საქართველოსთვის" საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები პოლიტიკური მხარეების მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას აპროტესტებენ. გარეთ გასულ ვახტანგ მეგრელიშვილს კი ერთ-ერთი აქტივისტი სიტყვიერად დაუპირისპირდა.
"მორჩით დაპირისპირებას და ერთმანეთთან საუბარი დაიწყეთო ამას გვეუბნებიან. პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოდის ჩვენს გამო,"- განუცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა ერთ-ერთ აქტივისტს.
შეგახსენებთ, წუშინ ორბელიანების სასახლეში ისტორიული შეთანხმება შედგა - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერა.