19 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
სურსათის ეროვნული სააგენტო წინასააღდგომოდ საკონდიტროების აქტიურ კონტროლს იწყებს

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებისა და საკონდიტროების კონტროლს ააქტიურებს - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

"აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებისა და საკონდიტროების კონტროლს ააქტიურებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. მიმდინარე წელს 578 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) განხორციელდა; სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 63 ობიექტი, მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 20 ბიზნესოპერატორს. მათ განემარტათ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ უმეტესობამ უკვე განაახლა საქმიანობა. შემოწმებისას ძირითადად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გამწოვი სისტემების გაუმართაობა და ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის არქონა,"- აღნიშნულია განცხდებაში. 


 

დღის ამბები