19 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს.
 
"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება გაუჩინარებული მამაკაცის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე 19 აპრილს სახლიდან სათევზაოდ გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
 
შეტყობინების მიღებისთანავე, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მდინარე მტკვარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო. მაშველები დაკარგულ მოქალაქეს როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე ეძებდნენ.
 
მაშველებმა აქტიური სამუშაოების შედეგად, მამაკაცის ცხედარი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, წყალში აღმოაჩინეს.
 
პროცესში ჩართული იყო 3 მყვინთავი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო 4 ნავი,"- ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში..
დღის ამბები